ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია დღეს, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის, (EECMD) ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებთანდა პროექტ DRIVE Democracy"-ის მონაწილეებთან,2022 წლის შუალედური ანგარიშით წარსდგა. ირაკლი შენგელიამ ისაუბრა, საკრებულოს მუშაობის პრინციპებზე და გაანალიზა ის გადაწყვეტილებები რომელიც მეშვიდე მოწვევის საკრებულოს მიერ იქნა მიღებული. ასევე საუბრის თემას წარმოადგენდა: ინსტიტუციური ცვლილებები და საკრებულოს დაკომპლექტების წესი საკრებულოს სტრუქტურა და საქმიანობა 2022 წლის ბიუჯეტი გენდერული თანასწორობის საბჭო საკრებულოს საქმიანობის პრიორიტეტები თანამშრომლობა და ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობა, საკრებულო როგორც წარმომადგენლობითი რგოლი, ხალხის მიერ არჩეული ინსტიტუციაა, რომლეიც ანგარიშვალდებულია მოქალაქეების წინაშე.მმართველობის ღიაობა და გამჭირვალობა არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მნიშვნელოვანია მოქალაქეებს ჰქონდეთ ინფორმაცია იმ მუნიციპალურ პროგრამებზე და პრიორიტეტებზე რასაც ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა ახორციელებს. მნიშვნელოვანია მოქალაქეები მაქსიმალურად იყვნენ ჩართული, გადაწყვეტილების მიღების პროცესში".- აღნიშნა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ.