ქუთაისში, რეზო ჭეიშვილის ქუჩაზე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ქალაქის ორ დიდ უბანს, გზის ინფრასტრუქტურის მშენებლობა-მოწყობა მიმდინარეობს.
გზაზე მოეწყო ასფალტობეტონის საფარი, დახურული ტიპის სანიაღვრე არხი, ტროტუარი და ეზოებში შესასვლელები.
სამუშაოებს ასრულებს შპს „ორიენტირი“.
ჭეიშვილის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 2 542 016 ლარია განსაზღვრული