17-18 ივნისს ქუთაისი როკ - ფესტივალს მასპინძლობდა. ფესტივალი ქუთაისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. ორი დღის მანძილზე როკის მოყვარულებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ საყვარელი როკ-ანსამბლებისა და შემსრულებლებისთვის: Bedford Falls, SILENCE, CYCLE ERROR, VODKA VTRAIOM, დაგდაგანი, ნუ მიეყრდნობი, 4 D Monster Lobsters, LOUDspeakers.
ფესტივალის ორგანიზატორი იყო "Rockაია".
" ქუთაისი ორი დღის მანძილზე როკ- მუსიკის ქალაქად იქცა. როკ-ფესტივალი, რომელიც საორგანიზაციო ჯგუფ " Rockაია"-სთან ერთად ჩავატარეთ, მართლაც კარგი საჩუქარი აღმოჩნდა როკის მოყვარულთათვის. პოპულარული როკ-შემსრულებლები გვყავდა მოწვეული და კონცერტებზეც შესაბამისად ხალხმრავლობა იყო.
გვინდა, ტრადიციად ვაქციოთ ასეთი როკ-ფესტივალი და კიდევ უფრო მასშტაბური მუსიკალური დღესასწაულები ვაჩუქოთ ქუთაისელებს."-განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
როკ-ფესტივალზე დასწრება თავისუფალი იყო.