ქუთაისის მუნიციპალიტეტის იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ იმსჯელეს. ასევე ქუთაისის N22-ე საჯარო სკოლისათვის საზოგადო მოღვაწის, ამავე სკოლის დამაარსებლის ნესტორ გოქაძის სახელის მინიჭების საკითხი განიხილეს. სხდომას იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, თეა ჯუღელი უძღვებოდა. დღის წესრიგი: 1.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. 2.ქალაქ ქუთაისის N22-ე საჯარო სკოლისათვის პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, ამავე სკოლის დამაარსებლის ნესტორ გოქაძის სახელის მინიჭების თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ