ქუთაისში მომავალ წელს " ნორჩ მუსიკოს -შემსრულებელთა იმერეთის ყოველწლიური საერთაშორისო კონკურსი" გაიმართება.
აღნიშნული საკითხის განსახილველად, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, კომიტეტის წევრებთან ერთად, ქუთაისის მერს იოსებ ხახალეიშვილს და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს ზვიად შალამბერიძეს შეხვდა. შეხვედრას პარლამენტარები გივი ჭიჭინაძე, ზაზა ლომინაძე და ბეჟან წაქაძე ესწრებოდნენ.
"ნორჩ მუსიკოს-შემსრულებელთა იმერეთის ყოველწლიური საერთაშორისო კონკურსი" მოზარდებსა და ახალგაზრდებში მუსიკის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
როგორც პირველ სამუშაო შეხვედრაზე ითქვა, კონკურსი, სავარაუდოდ, 2023 წლის მაისში გაიმართება.