ქუთაისის მერია მოსწავლეთა ბანაკის „ლიდერთა სკოლა 2022“ მონაწილეთა შერჩევას იწყებს.
პროექტში ჩართვა ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს შეუძლიათ, რომელთა ასაკიც 14 დან 18 წელია. შერჩევა რამდენიმე კრიტერიუმით მოხდება, მათ შორის ძირითადად მაღალი აკადემიური მოსწრება იქნება გათვალისწინებული.
მსგავსი პროექტი ასევე განხორციელდება 18-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის.
„ლიდერთა სკოლა 2022“ სამი ნაკადით იქნება წარმოდგენილი. თითოეულის ხანგრძლივობა 6 დღეს მოიცავს.
ლიდერთა სკოლა წინასწარ შერჩეულ კურორტზე შეიკრიბება.
ბანაკში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა▶️
14 დან 18 წლამდე : https://bit.ly/3O1hloa
18 დან 29 წლამდე : https://bit.ly/3uzoO7d