ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი სხვადასხვა კონკურსებსა და ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს და მასწავლებლებს შეხვდა. წარჩინებულ ახალგაზრდებთან შეხვედრას მერთან ერთად, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ლომინაძე, ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
კინგსის ინტელექტის ოლიმპიადაში გამარჯვებულმა მოსწავლეებმა, ეტალონის კონკურსში წარმატებულმა ახალგაზრდებმა, მერის სტიპენდიანტებმა, ასევე სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებულმა მოჭადრაკეებმა მერიისგან საჩუქარი მიიღეს.
იოსებ ხახალეიშვილი ასევე შეხვდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ევროკომისიის ერთობლივი პროგრამის eTwinning-ის 2022 წლის ევროპის მასშტაბით ჩატარებული პროექტების საპრიზო კონკურსში გამარჯვებულ ორ პედაგოგს - თემურ ჯვარშეიშვილს ( ქ.ქუთაისის #32 საჯარო სკოლა) და რუსუდან კარკაძეს (ქუთაისის #32 საჯარო ), რომლებთაც ევროპის ხარისხის ნიშანი მიენიჭათ.