ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა დღეს, სხდომაზე საბჭოს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ იმსჯელეს. ასევე განსაზღვრეს პრიორიტეტები და დასახეს სამომავლო გეგმები. სხდომას გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, მაგდა კოსტავა უძღვებოდა.