ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ბაქარ მახარაძე უძღვებოდა . სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილ შემდეგ საკითხეზე იმსჯელეს: 1.ააიპ მადლიერების სახლის მიერ 2021 წლის ანგარიშის, 2022 წლის განვლილ პერიოდში გაწეული მუშაობის და წლის ბოლომდე გასატარებელი ღონისძიებების შესახებ 2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის მიერ 2021 წლის ანგარიშის, 2022 წლის განვლილ პერიოდში გაწეული მუშაობის და წლის ბოლომდე გასატარებელი ღონისძიებების შესახებ 3.უფასო მგზავრობის მოწყვლადი ჯგუფების შერჩევისა მათი ბიუჯეტიდან დაფინანსების მიზანშეწონილობის შესახებ.