ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა რიგით მე-9 სხდომაზე 28 საკითხი დაამტკიცეს. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა. მიღებული გადაწყვეტილებით ქუთაისში რეგისტრირებული უსახლკარო პირებისთვის სოციალური საცხოვრისი აშენდება. მშენებლობისათვის საჭირო თანხების გაღება კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდება. ცვლილება შევიდა 2021-2024 წლებში, ქუთაისის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ იმ პროექტების ჩამონათვალში, რომელიც საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდიდან, სახელმწიფო ბიუჯეტით უნდა დაფინანსდეს. ასევე განისაზღვრა ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების თანდართული წესი. ცვლილება შევიდა საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის N 57 განკარგულებაში, რომლის შედეგადაც შეიცვალასაპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხა.