ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით პროექტების დაფინანსება/თანადაფინანსების კონკურსს აცხადებს.
კონკურსის მიზანია შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს მათ დასაქმებას, განათლებას, სოციალური მეწარმეობის განვითარებას.განაცხადი მიიღება 2024 წლის 20 მაისი 18 საათამდე. ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში ( რუსთაველის გამზ. #3) ან სოციალურ სამსახურში ( დუმბაძის ქ. #16 ) მატერიალურად. ასევე შესაძლებელია შემდეგ ელ. მისამართებზე : contact@kutaisi.gov.ge ან sockutaisi@gmail.com