ქუთაისში 2019 წლის წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოეს.
წლის სპორტსმენად მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში ბექა ლომთაძე ( მწვრთნელი კობა ახვლედიანი) დასახელდა. მსოფლიო ჩემპიონს პრიზი ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ გადასცა. ასევე დაჯილდოვდნენ წლის წარმატებული გუნდები და პარაოლიმპიელები. წლის წარმატებული სპორტსმენებად დასახელდნენ:
- მერი არაბიძე ( მწვრთ. ალექსანდრე არსენიძე, ჭადრაკი)
- მათე გოქაძე ( მწვრთ. ელგუჯა მარუაშვილი, ბ/რომაული ჭიდაობა)
- გურამ გიორბელიძე ( ( მწვრთ. ილია თვალოძე, ძალოსნობა )
- საბა ერემეიშვილი (მწვრთ. ემელიანე ჭულუხაძე, კრივი )
- გიორგი სულავა ( მწვრთ. რევაზ ჩაჩხიანი , თ/ჭიდაობა )
- გიორგი თუთაშვილი ( მწვრთ. დავით თევდორაძე , ძიუდო )
- ბაგრატ გაგნიძე ( მწვრთ. კობა ახვლედიანი , თ/ ჭიდაობა )
- გურამ ხეცურიანი ( მწვრთ. ელგუჯა მარუაშვილი, ბ/რ ჭიდაობა)
- ზვიად პატარიძე ( მწვრთ. ელგუჯა მარუაშვილი, ბ/რ ჭიდაობა)
- მირზა სხულუხია ( მწვრთ. თეიმურაზ მურღულია, თ/ ჭიდაობა)
- თამაზ გოჩელაშვილი ( მწვრთ. გოჩა კეზევაძე, შოტოკან კარატე )
წლის საუკეთესო სპორტსმენების წოდება მიენიჭათ:
- ბეთქილ ონიანს (მწვრთ. ი. გამთენაძე, მკლავჭიდი)
- სანდრო ბაზაძე ( მწვრთ. მერაბ ბაზაძე , ფარიკაობა)
- შოთა მიშველიძე (მწვრთ. მალხაზ ლომთაძე , ძალოსნობა)
წლის საუკეთესო გუნდად დასახელდა ქუთაისის ჰოკეისტ ქალთა გუნდი „უქიმერიონი“, წლის საუკეთესო სპორტული სკოლად- N17 კომპლექსური სპორტული სკოლა.
წლის უძლიერესი მამაკაცის ტიტული მიენიჭა კონსტანტინე ჯანაშიას ( მწვრთ. ავთანდილ ახვლედიანი ).
სუმოს პოპულარიზაციისთვის პრიზი გადაეცათ ზურაბ წიქორიძესა და კობა ცნობილაძეს.
წლის წარმატებულ პარაოლიმპიელებად დასახელდნენ:
- ლერი ტალიკაძე ( მწვრთ. ალექსანდრე არსენიძე, ჭადრაკი )
- ზურაბ ბუცხრიკიძე ( მწვრთ. ი. გამთენაძე , მკლავჭიდი )
- ვახტანგ ახობაძე ( მწვრთ. ი. გამთენაძე, მკლავჭიდი )
,,ქუთაისელმა სპორტსმენებმა წელს ძალიან ბევრჯერ ასახელს ჩვენი ქალაქი. მინდა წარმატება ვუსურვო თითოეულ მათგანს და მჯერა, მომავალი წელი კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება ჩვენი სპორტსმენებისთვის," -განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ. ღონისძიება ქუთაისის მერიისა და ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით მოეწყო.