"შენი იდეა შენი ქალაქისთვის" ქუთაისის მერიის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში შეხვედრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან მიმდინარეობს. ამჯერად საინფორმაციო შეხვედრა კულტურულ-სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებთან შედგა. საუბარი პროექტის მნიშვნელობას შეეხო. განიხილეს მონაწილეობითი ბიუჯეტირების დეტალები და იდეების ელექტრონული რეგისტრაციის ტექნიკური მხარე.
პროექტის საინფორმაციო კამპანია USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით ხორციელდება.
მონაწილეობითი ბიუჯეტირება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს საშუალებას აძლევს, წარმოადგინონ საკუთარი იდეები ქალაქის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით.
იდეები შესაძლოა ეხებოდეს შემდეგ სფეროებს: სოციალური, სპორტი, ახალგაზრდული საქმეები, შშმ პირების საჭიროებები, განათლება და ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალი სხვა საკითხები.