ქუთაისის მერის მოადგილედ ირაკლი ქარქაშაძე დაინიშნა
ირაკლი ქარქაშაძეს ამ დრომდე საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატაში საავიაციო კომიტეტის მდივნის თანამდებობა ეკავა. იყო ავიაკომპანია „ავიატორი +“ ის ადმინისტრაციული მენეჯერი.
2014-2016 წლებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში მუშაობდა. ამავე წლებში ის ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციაში სარეკლამო დირექტორის თანამდებობაზე იყო .
ირაკლი ქარქაშაძეს ავსტრიაში აქვს გავლილი პროფესიული სამაგისტრო პროგრამა საავიაციო მენეჯმენტის განხრით. ასევე საფრანგეთში სართაშორისო მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების კურსი.
ქუთაისის მერის მოადგილის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ნინო თვალთვაძემ საკუთარი განცხადების საფუძველზე ორი კვირის წინ თანამდებობა დატოვა.