ქუთაისში, „ჭომის“ დასახლებაში , სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლმა დავით ერემეიშვილმა და უქიმერიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ამირან კოპალეიშვილმა მოინახულა.
სპორტული კომპლექსის ნაწილობრივი რეაბილიტაცია- რეკონსტრუქცია ითვალისწინებს მარტივი ტიპის გასახდელების, სველი წერტილების , ორიარუსიანი ტრიბუნების და სანიაღვრე არხის მოწყობას. შეიცვლება განათების სისტემაც.
მოედნის მოცულობა საშუალებას იძლევა საწვრთნელი პროცესის დროს მოემსახუროს 30 პერსონას, ღონისძიებების დროს კი 200 ადამიანს.
„ჭომის“ დასახლებაში ეს მოედანი ათწლეულების მანძილზე არსებობდა, თუმცა თანამედროვე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მისი რეაბილიტაცია. სამუშაოების დასრულების შემდეგ სპორტული კომპლექსი იქნება კეთილმოწყობილი, კომფორტული და ხელმისაწვდომი ამ უბნის ყველა მაცხოვრებლისთვის“ - აცხადებს მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი.
სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლის ღირებულებაა 111800 ლარი, ასრულებს შპს „თეგიკა უნივერსალი“. სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია ივლისში დასრულდება.