ქუთაისის მერიის და ა (ა) იპ - ების თანამშრომელთა ინიციატივით მომზადდა სასურსათო ამანათები მარტოხელა მშობლებისა და იმ ოჯახებისთვის, რომლებიც მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან. სასურსათო ნობათები ქუთაისის სპორტის სასახლეში შეგროვდა.პირველადი მოთხოვნის პროდუქტები სამასამდე ოჯახს გადაეცემა.
ისინი სასურსათო ამანათებს სახლებში მიიღებენ.
პანდემიის გამოცხადებიდან დღემდე ათასობით ქუთაისელმა მოქალაქემ, სხვადასხვა ეტაპზე , სასურსათო და ჰიგიენური საშუალებების ამანათები რამდენჯერმე მიიღო.