ქუთაისში,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სპეციალური ატრაქციონი მოეწყობა. შშმ პირებისთვის საბავშვო საქანელა კეკელიძის ქუჩაზე , დღის ცენტრის ეზოში განთავსდება.
ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე, აღნიშნულ დღის ცენტრს ესტუმრა და ატრაქციონის სამონტაჟო სამუშაოებიც მოინახულა.
ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს “ჯთ დიზაინ მეტალს”-მა გაიმარჯვა. პროექტის ღირებულება 9459 ლარია. მისი მონტაჟი უკვე დასკვნით ეტაპზეა.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისში ეს პირველი ატრაქციონია, რომელიც შშმ ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.