ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, სისხლის დონაციის აქციაში მიიღო მონაწილეობა. ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას „გაიღე სისხლი- გადაარჩინე სიცოცხლე“ დღეს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციაც შეუერთდა. „სისხლის დონაციის აქცია ჩატარდა „ქართული ოცნების“ ქუთაისის ოფისში, სადაც მე და ჩვენი გუნდის წევრებმა სისხლი გავიღეთ. ახლა, როცა ქვეყანა პანდემიას ებრძვის, უმნიშვნელოვანესია, რომ სისხლის ბანკში სისხლზე დეფიციტი არ გვქონდეს. თითოეული ჩვენგანის მიერ გაღებული სისხლი ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება. “- აცხადებს დავით ერემეიშვილი. სისხლის უანგარო დონაციაში ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობას აქამდეც არაერთხელ მიუღია მონაწილეობა.