პანდემიასთან ბრძოლის გამო ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ქუთაისში პერმანენტულად ტარდება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, რათა მოქალაქეები მაქსიმალურად იყვნენ ინფორმირებულები და დაცულები.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას „ წითელი ჯვრის“ ორგანიზაციამ საგანგებოდ მომზადებული საინფორმაციო ბუკლეტები გადასცა. ბუკლეტებში მოცემულია ყველა ის მთავარი რეკომენდაცია, რომელიც პანდემიის პირობებში უნდა გაითვალისწინოს თითოეულმა მოქალაქემ.
ბუკლეტებს, ტერიტორიული მართვის ორგანოების ხელმძღვანელები, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად , მოსახლეობაში არიგებენ.