ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი , მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი პეტრე ადამაძე ეუთოს გრძელვადიანი მისიის დამკვირვებლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს მოახლოებულ არჩევნებზე, რომელიც კოვიდ19-ის პანდემიის პირობებში უნდა ჩატარდეს საქართველოში. „ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ეუთოს სადამკვირებლო მისიის მუშაობა საქართველოში. ჩვენ ვხედავთ და ვაფასებთ, წლების მანძილზე რა საქმიანობასაც ეწევით ჩვენს ქვეყანაში. მოხარულები ვართ, რომ დღეს გვესტუმრეთ და ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ“- განუცხადა სტუმრებს დავით ერემეიშვილმა. ეუთოს მისიის დამკვირვებლები 31 ოქტომბრის არჩევნებს პანდემიის გამოწვევების შესაბამისად დააკვირდებიან.