ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით 35-ე სხდომა გამართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდნენ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე. დეპუტატებმა განიხილეს და დაამტკიცეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხი, მათ შორის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხასა და გეგმაში შეტანილი ცვლილებები. ამავე სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ახალი კორონავირუსისი (COVID 19) გავრცელების გამო, 2020 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, ქალაქ ქუთაისში M/1(მსუბუქი ავტომობილი) , M/2( ავტობუსი 5 ტონამდე მასის) და M/3( ავტობუსი 5 ტონაზე მეტი მასის) კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურეობის გამწევი კომპანიების ადგილობრივი, საქალაქო, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე ნებართვის გაცემის ფასის გადახდისგან გათავისუფლების თაობაზე.