ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიამ სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ჭეიშვილი უძღვებოდა. დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით ცნობად მიიღეს.
დღის წესრიგი საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისგან“ გრანტის მიღების თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის, დავით ერემეიშვილისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის სახელით სესხის აღების თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის, დავით ერემეიშვილისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.