დაბადების თარიღი: 28 აგვისტო, 1990
მისამართი: ქ. ქუთაისი, ყაუხჩიშვილის ქ. # 6
ტელეფონი: 571 09 73 20 0431 24 43 25
ელ.ფოსტა: beqa.kebuladze@kutaisi.gov.ge
2007 წელს ჩავაბარე ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სამართალმცოდნეობის მიმართულებით.
2010 წელს ,,საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საერთო სასამართლოების სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2006 წლის 10 მარტის #1/28 გადაწყვეტილებისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სტაჟირების კომისიის 2010 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე დავინიშნე სტაჟიორად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატაში ექვსი თვის ვადით.
2011 წელს წარჩინებით დავამთავრე ბაკალავრიატი და ჩავაბარე ქ. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში - მაგისტრატურაში, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
2011 წელს გავიმარჯვე კონკურსში, რომლის თანახმადაც იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა სრულად დამიფინანსა მაგისტრატურაში სწავლა და ამავე წელს 6 თვიანი სტაჟირება გავიარე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, სადაც აქტიურად ვიყავი ჩართული იურიდიულ საქმიანობებში როგორც სისხლის სამართალში, ასევე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში. პროფესიული წინსვლისათვის, მონაწილეობა მაქვს მიღებული - 2012 წლის 11-12 აპრილს ევროპის საბჭოსა და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის მიერ ორგანიზებულ სემინარში ,,არასათანადო მოპყრობის საჩივრებთან დაკავშირებული გამოძიების შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან’’ რაც დასტურდება სერტიფიკატით, ასევე 2012 წელს გავიარე კურსი - ,,პრეზენტაციის უნარები და ფასილიტაცია, რომელიც დასტურდება ტრენინგების და კონსულტაციების მიერ გაცემული სერთიფიკატით. საიაში ყოფნის პერიოდში რეგიონის მასშტაბით ვატარებდი საჯარო ლექციებს სხვადასხვა აქტუალურ სამართლებრივ თემატიკასთან დაკავშირებით.
2012 წელს, 8 თვიანი სტაჟირება გავიარე ქ. ქუთაისის იურიდიული დახმარების სამსახურში, სისხლის სამართლის მიმართულებით.
2013 წელს წარჩინებით დავასრულე მაგისტრატურა სისხლის სამართლის მიმართულებით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
აქტიურად ვარ ჩართული ხელოვნების სხვადასხვა დარგში, ესენია მუსიკა, ხატვა, ქანდაკება, 8 წლის განმავლობაში ვიყავი ქართული ნაციონალური ცეკვის ანსამბლის მოცეკვავე, ასევე სკოლაში სწავლის პერიოდში, 5 წლის განმავლობაში დავეუფლე საბრძოლო ხელოვნებას (შოტოკან კარატე დო) და მაქვს დიდი მიღწევები, რაც დასტურდება შესაბამისი მედლით, სიგელით თუ დიპლომით.
2003 წლიდან ვარ ,,შოტოკან კარატე დო’’-ს მსოფლიო ფედერაციის წევრი.
ხშირად ვარ კულტურული ღონისძიებების წამყვანის ამპლუაში, ვიღებ მონაწილეობას სხვადასხვა ფოლკლორულ თუ სხვა სახელოვნებო ფესტივალში, კონცერტში.
7 წლიანი მუსიკალური განათლება მივიღე მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სახელოვნებო გიმნაზიაში საფორტეპიანო და საგუნდო მიმართულებებით.
2015 წელს დავასრულე აკაკი ვასაძის სახელობის ფოლკლორის სახელოვნებო სასწავლებელი, საგუნდო-სადირიჟორო მიმართულებით. ვიყავი ამავე სასწავლებლის ფოლკლორულ ანსამბლში, საიდანაც ბოლო წლების განმავლობაში კონცერტები გვქონდა ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, საბერძნეთში, ბულგარეთში, აზერბაიჯანში, თურქეთსა და პორტუგალიაში. ამავე ანსამბლიდან 2016 წელს გავიმარჯვეთ საქართველოს ფოლკლორულ ფესტივალში და ავიღეთ ოქროს მედალი.
ვწერ ლექსებს და მაქვს გამოცემული 3 კრებული. პირველი - 2011 წელს (რედაქტორი: გია ხოფერია), მეორე - 2012 წელს (რედაქტორი: გია ხოფერია) და მესამე - 2016 წელს (რედაქტორი: ზაალ ებანოიძე).
2012 წელს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებულ პროექტ ,,ხელოვანთა კონკურსში’’ გავიმარჯვე და ავიღე პირველი ადგილი ლექსით: ,,ახალგაზრდობა და ხელოვნება’’.
2012 წელს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებულ საქართველოს სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილ კონკურსში ,,ვინ უკეთ წერს’’ გაიმარჯვა ჩემმა ლექსმა ,,14 აპრილი, საქართველო’’.
2013 წელს, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის პროქტის ,,ახალგაზრდული ინიციატივები’’-ს ფარგლებში, გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმში ჩატარდა პოეზიის კონკურსი, სადაც ჩემმა ლექსმა გაიმარჯვა და აიღო პირველი ადგილი.
2013 წლის თებერვალში დავიწყე მუშაობა ს.ს. ,,პრივატ ბანკში’’ პრობლემური სესხების დეპარტამენტში (,,legal’’) სპეციალისტად.
2014 წლის მარტში დავინიშნე ს.ს. ,,პრივატ ბანკის’’ პრობლემური სესხების ამოღების დეპარტამენტის (,,legal’’) მენეჯერად იმერეთის რეგიონში (სადაც ვიყავი ამავე ბანკის კადრების დეპარტამენტის მინდობილობით აღჭურვილი პირი, რის საფუძველზეც ვატრებდი გასაუბრებებს, პრობლემური სესხების ამოღების დეპარტამენტში ახალი თანამშრომლების აყვნის მიზნით).
2015 წელს ჩავაბარე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, ალმა მატერში, დოქტორანტურაში - სისხლის სამართლის მიმართულებით, სადაც ჩემი სადისერტაციო თემის ხელმძღვანელია - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, სამართლის დოქტორი, პროფესორი - ბატონი მერაბ ტურავა.
2015 წელს, ლექსით ,,ნეიტრალური ხაზი’’, გავიმარჯვე ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებულ კონკურსში ,,ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი’’.
2015 წლის 31 ოქტომბერს, ორგანიზება გავუკეთე ახალგაზრდულ ფოლკლორულ ფესტივალს - ,,მოგზაურობა დროში’’, რომლის წამყვანის ამპლუაშიც ვიყავი.
2016 წლის ოქტომბერში მონაწილეობა მივიღე ევრაზიის ინგლისურენოვან ფორუმში, რომელიც ორგანიზებული იყო ევროპის მეცნიერთა ინსტიტუტისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიერ, რაც დასტურდება შესაბამისი სერთიფიკატით.
2016 წლის დეკემბერში, სპორტული ფესტივალის წაყვანისათვის და მასში აქტიური მონაწილეობისათვის, სერთიფიკატი მივიღე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის - ტარიელ ხეჩიკაშვილისგან.
2016 წელს პროფესორ მერაბ ტურავას ასისტენტობის ფარგლებში, ლექციებს ვკითხულობდი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტ - ალმა მატერში.
2016 წლის შემოდგომიდან დღემდე, მოწვეული სპეციალისტის სტატუსით, ლექციებს (სისხლის სამართლის მიმართულებით) ვკითხულობ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
2017 წლის მარტიდან, მოწვეული სპეციალისტის სტატუსით, სისხლის სამართლის მიმართულებით, ლექციებს ვკითხულობ უკრაინის უნივერსიტეტში (ქუთაისში).
2017 წელს გავხდი საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. ჩემი ლექსები იბეჭდება სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში, როგორებიცაა ,,უქიმერიონი’’, ,,მერმისი’’, ,,მწვანეყვავილა’’, ,,განთიადი’’ და ა.შ., ხოლო იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებული ჩემი სტატიები დაბეჭდილია სხვადასხვა უნივერსიტეტების პერიოდულ გამოცემებში, როგორებიცაა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ,,აკადემიური მაცნე’’, პერიოდული სამეცნიერო ჟურნალი ,,გონი’’ და სხვ.
2017 წელს გავხდი სრულიად საქართველოს ღირსების დარბაზის წევრი.
2017-2018 წლებში ტელერადიო კომპანია ,,რიონში’’ ვმუშაობდი შემეცნებით- გასართობი გადაცემა ,,დილით’’ - წამყვანად.
2018 წლის 8 თებერვალს გავხდი სრულიად საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების წევრი.
2018 წლის მარტში გავხდი საზოგადოება ,,ბაღისკიდე’’-ს წევრი.
2018 წლის გაზაფხულზე, თეატრალური ფესტივალის ,,თეატრალური იმერეთი’’-ს ფარგლებში ვიყავი ახალგაზრდული ჟიურის თავმჯდომარე.
2018 წელს ამირჩიეს ფოლკლორული ანსამბლ ,,ბერმუხა’’-ს სამხატვრო ხელმძღვანელად.
2018 წლის 14 ივნისს ამირჩიეს საზოგადოება ,,ბაღისკიდე’’-ს აღმასრულებელ დირექტორად.
2018 წლის 25 სექტემბერს ამირჩიეს საზოგადოება ,,ბაღისკიდე’’-ს თავმჯდომარედ.
2018 წელს ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკისა და მე-13 საქალაქო ბიბლიოთეკის მიერ ორგანიზებულ ფოტოკონკურსში ,,წიგნი ობიექტივიდან’’- ვიყავი ჟიურის საპატიო წევრი.
2018 წელს გავხდი საქართველოს მწერალთა, მეცნიერთა და ხელოვანთა ეროვნული აკადემიის წევრი.
2019 წლის 7 მარტს, საზოგადოება ,,ბაღისკიდე’’-ს წარდგინებითა და ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის, ბატონი გიორგი ჭიღვარიას გადაწყვეტილებით, გავხდი ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პატივგებისა და სახელდების მუდმივმოქმედი კომისიის წევრი.
2019 წელს საქართველოს მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა, ბოლო წლებში შექმნილი საუკეთესო ლიტერატურული ნაწარმოებებისათვის, მომანიჭა - ლადო ასათიანის სახელობის პრემია.
2019 წლის 26 სექტემბერს, კონკურსის შედეგად ქუთაისის უნივერსიტეტში, დავიკავე ასისტენტის აკადემიური თანამდებობა სისხლის სამართლის მიმართულებით.
2020 წლის სექტემბერში ევროპის უნივერსიტეტში დავიკავე ასისტენტის აკადემიური თანამდებობა სისხლის სამართლის მიმართულებით.
2020 წლის ოქტომბერში თეატრალური ფესტივალის ,,თეატრალური იმერეთი’’-ს ფარგლებში ვიყავი ჟიურის წევრი.
2021 წლის 20 აპრილს, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის, ბატონი იოსებ ხახალეიშვილის გადაწყვეტილებით ამირჩიეს ქ. ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭოს წევრად.
2021 წელს პარტიამ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო’’, წარმადგინა ქუთაისის საკრებულოს პროპორციულ სიაში დეპუტატობის კანდიდატად და 2021 წლის 02 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, გავხდი ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი. საკრებულო კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე.