ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა სოციალურ საკითხთა სამსახურის ანგარიში მოისმინეს. სხდომას ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, მამუკა რიჟამაძე უძღვებოდა. დღის წესრიგი: 1.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - სოციალურ საკითხთა სამსახურის ანგარიში 2022 წლის შვიდ თვეში გაწეული მუშაობის შესახებ.