ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომბიუროს ფორმატში რიგით მე-10 სხდომის საკითხები განიხილა სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე,ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
სხდომაზე განსახილველი საკითხები:
1. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის № 1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
2. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების, მერიის საჯარო მოსამსახურეთა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს“ (ს/კ: 412744678) დაშლისა და ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის, იოსებ ხახალეიშვილისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
4. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - სოციალურ საკითხთა სამსახურის ანგარიში მიმდინარე წლის შვიდ თვეში გაწეული მუშაობის შესახებ
5. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 მარტის №359 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
6. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მარტის №57 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
7. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების თაობაზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
8. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, მოქალაქეების: ნათია მიქაძის, შოთა დიდბერიძისა და და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სამედიცინო-სამკურნალო ცენტრი გერგილი+“-სათვის“ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
9. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ლაიქისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით, უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
10. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მაგთიკომისათვის“ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
11. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით), იჯარის ფორმით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ტელე-რადიო კომპანია რიონისათვის“ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ