გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) წარმომადგენლები ქუთაისის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს შეხვდნენ. იუნისეფის ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური ოფისის მრჩეველმა, ალბერტო მუსატიმ ინფორმაცია იმ პროგრამების შესახებ მოისმინა, რომელსაც თვითმმართველობა ბავშვთა სოციალური მდომარეობის გაუმჯობებსების მიზნით ახორციელებს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და იმ ახალი პროექტების დაფინანსებაზე, რომლის საშუალებითაც მოხდება ბავშვთა სოციალური მდგომარეობის კიდევ უფრო გამუჯობესება. შეხვედრას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ბასილაძე, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, მამუკა რიჟამაძე და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ბაქარ მახარაძე ესწრებოდნენ.