ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი ქუთაისის ქალთა რაგბის კლუბ „აიას“ ესტუმრნენ.
ქუთაისის მერიასა და რაგბის კლუბს შორის დადებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სპორტსმენებს სპორტული ინვენტარი და ფორმები გადაეცათ.
„ ქართული რაგბის წარმატებების ისტორია დიდწილადაა დაკავშირებული ქუთაისთან. სასიხარულოა, რომ უკვე გვაქვს ქალთა რაგბის კლუბიც, რომელსაც ქუთაისის მერია მხარს დაუჭერს, რათა კლუბი განვითარდეს და ისეთივე წარმატებებს მიაღწიოს , როგორც ლეგენდარულმა „აიამ“.
დღეს ჩვენს სპორტსმენებს შევხვდით და სპორტული ფორმები გადავეცით. გუნდის წევრებთან და კლუბის პრეზიდენტ მაია სიმონიძესთან ერთად ქალთა რაგბის განვითარებასა და ჩვენს მომავალ თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.