ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის ძირითადი სამუშაოები დასრულდა.
10 სექტემბრიდან ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა აღდგება ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებისთვის.
ამ ქუჩაზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაუბრუნდება თავიანთ სვლა-გეზებს და კვლავ დადგენილი განრიგით იმოძრავებს რეაბილიტირებულ ქუჩაზე.
ავტობუსები და მიკროავტობუსები გავლენ წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან.
ა(ა)იპ "სპეციალური სერვისების" თანამშრომლებმა უკვე მოაწესრიგეს ფალიაშვილის ქუჩა .
რუსთაველის გამზირზე, ტურიზმის ცენტრიდან მერიამდე მონაკვეთზე, ისევ აღდგება ცალმხრივი მოძრაობა.