ქუთაისში ყაზახეთის ქალაქ შიმკენტის დელეგაცია იმყოფებოდა. დელეგაციის წევრები შიმკენტის ტურიზმის ადმინისტრაციას წარმოადგენდნენ. მათი ვიზიტის მიზანი ქუთაისის ტურისტული პოტენციალის გაცნობა იყო. სტუმრები ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა მიიღო. დაგეგმილია ქუთაისისა და შიმკენტის დამეგობრება. შეხვედრაზე ამ საკითხის საორგანიზაციო დეტალებზეც იყო საუბარი. ქუთაისის მერმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა ქუთაისში ჩამოსვლისთვის და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.