იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერის მოადგილეებმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში ზაზა ლომინაძემ, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან ერთად , ქუთაისში საცურაო აუზის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს.
პროექტით გათვალისწინებულია ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზის მშენებლობა (ცურვა სხვადასხვა დისტანციაზე; სინქრონული ცურვა; წყალბურთი; წყალში ხტომა). აუზის სიგრძე 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრი იქნება.
სპორტული კომპლექსი ითვალისწინებს გასახდელების და საშხაპეების მოწყობას, როგორც აუზის მომხმარებლებისათვის, ისე მსაჯებისა და მწვრთნელებისთვის. ასევე მოეწყობა მცირე აუზი. დიდ საცურაო აუზთან გათვალისწინებულია ტრიბუნების მინიმუმ 600 სკამის მონტაჟი.
ასევე, დაგეგმილია სპორტსმენთა ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისა და ტრავმების სარეაბილიტაციო სივრცეების მოწყობა. საცურაო აუზთან აშენდება პარკინგი 150-200 მსუბუქი მანქანისთვის და 6 ავტობუსისთვის;
აღნიშნული პროექტი აზიის განვითარების ბანკის მიერ 8 384 800 ლარით ფინანსდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ეგიდით, ქუთაისში კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება. ავტოქარხნის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. 180 ბავშვზე გათვლილი ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება. პროექტში გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების, სველი წერტილების კეთილმოწყობა. ბაღი