ქუთაისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრებმა, სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხის შესახებ იმსჯელეს, რომელიც განხილვის შემდეგ ცნობად იქნა მიღებული. სხდომას საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, მამუკა რიჟამაძე უძღვებოდა.
დღის წესრიგი:
1. ,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 დეკემბრის N 5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.