აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა. ღონისძიებას უნივერსიტეტის აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, წარმატებული კურსდამთავრებულები, მოწვეული სტუმრები, საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები და სტუდენტები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ უნივერსიტეტის როლზე ისაუბრა და გაწეული შრომისთვის აკადემიურ პერსონალს მადლობა გადაუხადა. აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სტუდენტთა ფართო კონტინგენტითა და კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა.