ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა წარმოდგენილი საკითხები განიხილეს. სხდომას კომისიის თავმჯდომარე, ამირან კოპალეიშვილი უძღვებოდა.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1 „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირთა რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 ივლისის N36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.“
2 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის ანგარიში მიმდინარე მოწვევის პერიოდში (2021 წლის დეკემბერი- 2022 წლის ოქტომბერი) გაწეული მუშაობის შესახებ.
3 „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2021-2024 წლებში დასაფინანსებელი პროექტების საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 იანვრის N347 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
4 „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაცციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 მარტის N57 განკარგულებში ცვლილების შეტანის თაობაზე;
5 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასიხისმგებლობის საზოგადოება „ბესიკ გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკის“ საწესდებო კაპიტალში შეტანის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;
6 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უმოძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით) იჯარის ფორმით, შეზღუდული პასუხისმგებლობა საზოგადაოება „ონკოლოგიური სამეცნიერო კვლევითი ცენტრისათვის“ სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;
7 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, პირდაპირი განკარგვის წესით (სასყიდლით, პირობებით) იჯარის ფორმით მოქალაქე ფიქრია ნიკოლაძისათვის სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;