ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით მე-12 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი 10 საკითხი დაამტკიცა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა. სხდომაზე დამტკიცებული იქნა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიისა და ეკონომიკის ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის ანგარიში. მასში ასახული იყო 2021 წლის დეკემბრიდან - 2022 წლის ოქტომბრის ჩათვლით შესრულებული სამუშაოები. მიღებული გადაწყვეტილებით განისაზღვრა საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესი და ზღვრული ოდენობა. ცვლილება შევიდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 2021-2024 წლებში დასაფინანსებელ ნუსხაში. რომელსაც კიდევ რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი დაემატა.