ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში მხატვარ ლადო თევდორაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა.
"ქუთაისის სიყვარულით"- ასე ჰქვია გამოფენას, სადაც მხატვრის საყოველთაოდ ცნობილი ნამუშევრებია წარმოდგენილი.
გამოფენის გახსნას დაესწრო ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლები წარმომადგენლები.
ლადო თევდორაძის პერსონალური გამოფენა ქუთაისში პირველად მოეწყო და 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება.