ქუთაისში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის EU4Culture- ის ორგანიზებით , მეორე რეგიონული კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, მოლდოვისა და უკრაინის წარმომადგენლები იღებენ.
კონფერენციის გახსნას დაესწრო ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.
"ეს პროექტი არის უნიკალური თანამშრომლობის მაგალითი, სადაც ხუთი მეგობარი ქვეყნის ქალაქები ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ და თანამშრომლობის ახალ გზებს ვსახავთ." - განაცხადა ქუთაისის მერმა.
ევროკავშირის აღნიშნული პროექტი ქვეყნებს შორის კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის როლის გაზრდას ისახავს მიზნად.