ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ახალი თეატრალური სეზონი გაიხსნა.
თოჯინების თეატრმა პატარა მაყურებელს სპექტაკლი „ ალადინის ჯადოსნური ლამპარი „ წარმოუდგინა.
თეატრალური სეზონის გახსნას ესწრებოდნენ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
„ახალი თეატრალური სეზონი დაიწყო დღეს ქუთაისში. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა 76-ე სეზონი გახსნა.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან ერთად დავესწარით სეზონის გახსნას. შევხვდით მსახიობებს, მაყურებელს.
ქუთაისი თეატრალური ქალაქია. მაყურებელს დიდ არჩევანს სთავაზობს 3 პროფესიული და რამდენიმე სამოყვარულო თეატრი.
ვულოცავ ჩვენს თეატრებსა და თეატრის მოყვარულებს ახალი სეზონის გახსნას! საინტერესო და წარმატებულ სეზონს ვუსურვებ! „- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.