აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ(USAID) ადგილობრივი მმართველობის პროგრამა ოფიციალურად გახსნა.
აღნიშნული პროგრამა საქართველოს 22 მუნიციპალიტეტში განხორციელდება და მოიცავს ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მხარდაჭერა, ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა.
მოხარული ვარ, რომ პროგრამის გახსნის ღონისძიებაზე მომეცა შესაძლებლობა ჩემი ხედვა გამეზიარებინა პარტნიორი ორგანიზაციებისთვის. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის პრიორიტეტი არის ღია მმართველობა, ანგარიშვალდებულება და მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, თუმცა არსებობს გამოწვევები და ჩვენი პრიორიტეტია ადგილობრივ დონეზე დემოკრატიული პროცესების განვითარებით, ხელი შევუწყოთ ქვეყნის განვითარებას და ევროპულ ინტეგრაციას.
აღსანიშნავია, რომ დეცენტრალიზაციის პოლიტიკის გაძლიერება, მნიშვნელოვნად გაზრდის ადგილობრივი თვითმმართველობების დამოუკიდებლობას და ორგანული კანონით ნაკისრი ვალდებულებების მაღალი კომპეტენციით შესრულებას. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მმართველობის პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტი, არის დეცენტრალიზაციის სტრატეგიის გაძლიერება.
ჩვენი მხრიდან, მოხარული ვიქნებით, თუკი ქუთაისის მუნიციპალიტეტი იქნება პროგრამის სამიზნე მუნიციპალიტეტებს შორის.
ირაკლი შენგელია-ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე