ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა გამართა. (ეკონომიკის ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისია, იურიდიულ საკითხთა კომისია) დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხების განხილვისას საკრებულოს უმრავლესობის ინიციატივით, თვითმართველობის აღმასრულებელ რგოლთან შეთანხმებით, დამატებითი შესწავლისა და ფინანსური ანალიზის წარმოდგენის მიზნით შეჩერებული იქნა ის საკითხები, რომელიც დასუფთავების მოსაკრებლის გადასახადის, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მგზავრობის ტარიფისა და პარკირების, საჯარიმო სადგომზე გადაყვანის ტარიფის ზრდას ითვალისწინებს. სხდომას იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, თეა ჯუღელი და ეკონომიკის ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე,ამირან კოპალეიშვილი უძღვებოდა.