ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს პეტერ ფიშერს უმასპინძლა.
გერმანელმა დიპლომატმა აღნიშნული ვიზიტი იმერეთის მხარის გაცნობის მიზნით გამართა.
იოსებ ხახალეიშვილმა პეტერ ფიშერს ქუთაისში მიმდინარე ის პროექტები გააცნო, რომლებიც საერთაშორისო დონორების მიერ ფინანსდება, მათ შორის „ეკო სმარტ-ქალაქის“ პროექტი. შეხვედრაზე იმ გერმანულ ფონდებზე ისაუბრეს, რომლებთანაც ქუთაისი აქტიურად თანამშრომლობს.
"გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს პეტერ ფიშერს შევხვდით დღეს.
გერმანელ დიპლომატს ქუთაისში მიმდინარე ის პროექტები გავაცანი, რომლებიც საერთაშორისო დონორების მიერ ფინანსდება, მათ შორის „ეკო სმარტ-ქალაქის“ პროექტი.
შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ გერმანულ ფონდებზე, რომლებთანაც ქუთაისი აქტიურად თანამშრომლობს და რომელთა მხარდაჭერითაც უკვე ბევრი კარგი საქმე გაკეთდა ჩვენს ქალაქში, ასევე, მომავალი ურთიერთობების ძირითად მიმართულებებზე."- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
გერმანიის ფედერაციის რესპუბლიკის ელჩმა, ვიზიტის ფარგლებში, ქუთაისის ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა.