ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში ევროპის მემკვიდრეობის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ეთნოგრაფიული და კულტურულ - სოციალური ყოფის ამსახველი კოლექციები, ვანის ეკლესიებიდან ქუთაისის მუზეუმში შემოტანილი ხელნაწერი წიგნები, ვანის სოციალურ- ეკონომიკური ურთიერთობის დამადასტურებელი ისტორიული დოკუმენტები.
გამოფენის გახსნას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ლომინაძე და სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე დაესწრნენ.
დროებით გამოფენას „ვანის ეთნოგრაფიული და კულტურულ - სოციალური ყოფის პერიპეტიები” ქუთაისის მუზეუმი ვანის მუნიციპალიტეტშიც გამართავს.