ქუთაისი იმერეთის საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალი "მოგზაურობა დროში" ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიხსნა და ის ორი დღე გაგრძელდება.
ფესტივალის გახსნას დაესწრო ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი და ოფიციალური დელეგაცია თურქეთიდან, ქალაქების- ორჰანგაზის , იზნიკისა და გორჯუკის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ორჰანგაზის ქართული ასოციაციის წევრები და პრეზიდენტი ადემ თურანი.
საქართველოს ფოლკლორისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი "ნატალის" მიერ დაფუძნებული ფესტივალის მხარდამჭერია ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა