ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი , საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია ბასილაძე თურქეთის რესპუბლიკიდან ჩამოსულ დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. სტუმრები ქუთაისს იმერეთის საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის "მოგზაურობა დროში" ფარგლებში ეწვივნენ.
მერიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ორჰანგაზის ქართული ასოციაციის პრეზიდენტი ადემ თურანი, ქალაქების- ორჰანგაზის , იზნიკისა და გორჯუკის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
„ სასიამოვნოა, რომ ამ დღეებში ქუთაისი მასპინძლობს ჩვენს მეგობრებს თურქეთიდან. ეს ადამიანები საუკუნეებია ინარჩუნებენ თავიანთ ქართულ იდენტობას და ეს ძალიან დასაფასებელია. ჩვენი კოლეგები თურქეთის სამი ქალაქიდან ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლებთან ერთად ჩამოვიდნენ, რომლებიც მონაწილეობდნენ იმერეთის საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში.
მეგობრული ურთიერთობები ქუთაისსა და თურქეთის ქალაქებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ახლო მომავალში ერთობლივად განსახორციელებელ რამდენიმე საინტერესო პროექტზე.“ - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.