საზოგადოებრივ კოლეჯ „იბერიაში" ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. კოლეჯის სტუდენტებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა ქუთაისის ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა.
„ კოლეჯი „იბერია“ გამორჩეული პროფესიული სასწავლებელია ჩვენს ქვეყანაში. სტუდენტები აქ საუკეთესო გარემოში შეძლებენ სასურველი პროფესიების მაღალ დონეზე დაუფლებას. საინტერესო და წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებ კოლეჯის სტუდენტებსა და პედაგოგებს! „- განაცხადა დავით ერემეიშვილმა.