წარმომადგენლობითი ორგანოს წევრების ანგარიში მოსახლეობას
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ბასილაძე, თავმჯდომარის მოადგილე პაატა ლილუაშვილი, უქიმერიონისა და გუმათის მაჟორიტარი დეპუტატი, ამირან კოპალეიშვილი და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ბაქარ მახარაძე მოსახლეობასთან სამუშაო ანგარიშით წარდგნენ.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა მოსახლეობას 2022 წელს შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მათ იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომელიც მიმდინარე წელს ქალაქში ხორციელდება.
ასევე აქცენტი გაკეთდა საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების მუშაობაზე. ანგარიშის გაცნობის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.