ქუთაისში, განჯის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსებში 60 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა.
იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა გადასცეს.
„დღეს, 60 დევნილი ოჯახი ზეიმობს ახალმოსახლეობას- მათ ქუთაისის ძველ უბანში ახალი ბინები გადავეცით. ვულოცავ ამ ოჯახებს ახალი საცხოვრებლის მიღებას! ისინი უკვე ოფიციალურად გახდნენ ქუთაისის მოქალაქეები.
დარწმუნებული ვარ, ქუთაისი ღირსეულად უმასპინძლებს მათ და გახდება ისეთივე ძვირფასი, როგორიც მათი მშობლიური ქალაქებია. ამასთანავე, ჩვენს მთავარ გამოწვევად რჩება ჩვენი დევნილი მოსახლეობის დაბრუნება თავიანთ საცხოვრებელ ადგილებზე. მშვიდ, წარმატებულ და ბედნიერ ცხოვრებას ვუსურვებ ყველას!“ - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ავარიულ , ნგრევად შენობებში, მძიმე პირობებში მცხოვრები დევნილების განსახლება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. ბოლო 8 წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, საცხოვრებელი 23 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა. 2021 წელს, ახალ საცხოვრებელს, დამატებით 3500-მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს.უთაისში, განჯის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსებში 60 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა.