ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ მოქალაქეებს საკრებულოს 2022 წლის ანგარიში წარუდგინა, რომელსაც მოქალაქეები, მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელობა, ასევე სამოქალაქო სექტორის და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
ანგარიშის წარდგენისას ძირითადად აქცენტი გაკეთებული იყო საკრებულოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგებზე და შემდეგი საანგარიშგებო პერიოდის ძირითად პრიორიტეტებზე. მათ შორის საუბარი შეეხო ქალაქის განვითარების კონცეფციას, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების მიერ გაწეულ მუშაობას. ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაში არსებულ ხარვეზებს და გასატარებელ ღონისძიებებს.
" გარდა იმისა რომ არსებობს საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ავალდებულებს იყვნენ ანგარიშვალდებულნი ხალხთან. არსებობს ასევე მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც მმართველ ძალას გააჩნია. შესაბამისად დღეს საკრებულომ ხალხს ანგარიში წარუდგინა, სადაც საუბარია იმ გაწეული საქმიანობის შესახებ რომელიც ერთი წლის განმავლობაში იქნა გატარებული. მოგეხსენებათ რომ საკრებულოს შემადგენლობის უმრავლესობამ მოსახლეობას უკვე წარუდგინა ანგარიში, მათგან შესაბამისად მიიღო უკუკავშირი. ეს გახლავთ საკრებულოს როგორც ინსტიტუციის ანგარიშვალდებულების ნაწილის ერთგვარი დეკლარირებული პრიორიტეტი და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება." - განაცხადა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ.