ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა რიგით მე-13 სხდომაზე ათი საკითხი დაამტკიცეს.
სხდომაზე წარმოდგენილი იქნა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის სამუშაო ანგარიში, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ წარადგინა.
საკრებულოს გადაწყვეტილებით დამტკიცებული იქნა საპრივატიზაციო გეგმა და ნუსხა, რომლის მიხედვითაც ადგილობრივ ბიუჯეტში მოხდება დამატებითი თანხების მობილიზება.
გადაწყვეტილების თანახმად საჭირო გახდა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილების განხორციელება. კერძოდ, შეიცვალა საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 იანვრის N75 განკარგულება. შესაბამისად ცვლილებები განხორციელდა 2022 წლის ბიუჯეტის გადასახდელების შესაბამის პროგრამულ კოდებზე. დაკორექტირდა სხვადასხვა პროგრამები საბიუჯეტო სახსრების ნაწილშიც.
საკრებულომ მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან (EU) გრანტის მიღების საკითხს, რომლის თანახმადაც ქუთაისი 769,279 (შვიდას სამოცდაცხრა ათას,ორას სამოცდაცხრამეტ) ლარს მიიღებს. გრანტის მიზანია გაუმჯობესდეს მუნიციპალური სერვისები ხელმისაწვდომობა.ჯანდაცვა და სოციალური სერვისები.