ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდნენ.
აღნიშნული შეხვედრით ელჩმა დაასრულა ჩვენს ქვეყანაში 2022 წლის მოგზურობების ციკლი, რომელიც მიეძღვნა საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს.
შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონისა და ქუთაისის საჭიროებებსა და თანამშრომლობის გაგრძელების გეგმებზე.
„დღეს ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, ქალბატონ კელი დეგნანთან. ვისაუბრეთ ჩვენი ქალაქის აწმყოზე, მომავალზე, გამოწვევებსა და იმ საერთო პროგრამებზე , რომლებსაც ამერიკის საელჩო და USAID ახორციელებს ქუთაისში, ასევე იმ პროექტებზე, რომლებშიც მომავალში გვინდა ჩავერთოთ,“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.