ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა , ქალთა ფონდ „სოხუმის“ ინიციატივით მოწყობილ შეხვედრაზე , ქუთაისში მცხოვრებ უკრაინელ ბავშვებს " ნიკოლოზობა" მიულოცა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში შეკრებილ პატარა უკრაინელებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს და საჩუქრები გადასცეს.
" ქუთაისში მცხოვრებ უკრაინელ ბავშვებთან ერთად "ნიკოლოზობა" აღვნიშნეთ. ამ დღის საზეიმო აღნიშვნა უკრაინაში წინასაახალწლო ტრადიციაა და ქალთა ფონდ "სოხუმის" ინიციატივით , სიურპრიზი მოვუწყვეთ უკრაინელ პატარებს.
ჩვენს პატარა უკრაინელ სტუმრებს მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო წარმოდგენაზეც ვიწვევთ და ტკბილეულის ნობათებით დავასაჩუქრებთ." - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.